ლინეინის სილამაზის დედოფალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ლინეინის სილამაზის დედოფალი

ლინეინის სილამაზის დედოფალი

ლინეინის სილამაზის დედოფალი
18 Queen Tamar Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 30
advertising
ქართული

აღწერა

სპექტაკლი ოჯახური ძალადობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს შეეხება. რა გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე ჩაკეტილ სივრცეს? როგორ შეიძლება უახლოესმა ადამიანებმა თავისუფლება შეგვიზღუდონ და მათგან გათავისუფლება ოცნებად გვექცეს? რა ბედი ელის ლინეინის სილამაზის დედოფალს? შეძლებს კი თავი დააღწიოს ციხედ გადაქცეულ სახლს? შეძლებს გათავისუფლდეს მტანჯველი ვალდებულებებისგან, დედამისის ეგოისტური დამოკიდებულებებისგან და საკუთარი თავისგან? ქალაქის თეატრში მარტინ მაკ დონაჰის “ლინეინის სილამაზის დედოფლის” პრემიერაა.

ფოტო და ვიდეო

ლინეინის სილამაზის დედოფალი

ადგილი

ქალაქის თეატრი
ქალაქის თეატრი
18 Queen Tamar Avenue, Tbilisi
"ქალაქის თეატრი" ახალი დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეა, რომლის მთავარი მისიაა იყოს ხალხის ხმა, ისაუბროს დღევანდელ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ღიად და გახსნილად. გვინდა ხელოვნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოსახლეობის თითოეული წევრისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ თეატრი მაყურებელს ეკუთვნის! "ქალაქის თეატრი" მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც სპექტაკლების გარდა შესაძლებელია მოეწყოს გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოპები და სხვადასხვა ღონისძიებები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება