აღწერა
თუ შენი სამზერი, საკუთარი გვირგვინს ჩრდილს არ სცილდება და შენი სათქმელი ირგვლივ არავის ინდობს, მაშინ მზრუნველი ტირანის ტრივიალური შაბლონით ცხოვრობ და არ ხარ წინამძღოლი.
თუ შენი ქვეყნის ბედს საკუთარი მანკიერი ოჯახის თარგზე ჭრი და მზითვად ანაწილებ, მაშინ ბურუსში ბოლომდე იკარგები, რადგან შენი მთავარი, შეთხზული როლი- შენივე ცხოვრება გგონია.
თუ შენი ამპარტავნული იმედები არ მართლდება, საშინელი რისხვისგან ზეზეურად კვდები!
და ეს არის უდიდესი კურთხევა!! რადგან იწყება გარდაქმნა, მეტამორფოზა, გარღვევა, ტრანსფორმაცია, დაბადება იმ ტკივილებით სავსე ბავშვისა, რომელიც თავიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს სამყაროს აღქმას და მოსმენას. რადგან თავად ვერასდროს ხედავდი იმ ღვთიურ სინქრონს გარე სამყაროსა და შენს შინაგან სამყაროს შორის, რომელიც ილუზიების მიღმა გვამყოფებს. არასდროს გიფიქრია, რომ გარე ქარიშხალის დროს, მოგეძებნა თუნდაც ქარი შენს შიგნით. ცაში ჭექა-ქუხილისას, დაგენახა ელვა შენში და გეგრძნო, როგორ გიბუგავდა შიგნეულს. ვერ მიხვდი, რომ როცა გარეთ ყველაფერი ირევა, მაშინ შიგნით გაქვს საშინელი ქაოსი და უბედურება. ირგვლივ ვერასდროს ვერაფერს შეცვლი, ამიტომაც მოგიწევს თავად იქცე ცვლილებად! ესაა სამყაროს კანონი, სადაც უცვლელი და მიდმივი, მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებებია .