ბილეთების გაყიდვა დაიწყება 15 აპრილს 12:00 საათზე
14 ივლისს - ბათუმის კორტებზე - ვალერი მელაძის გალა-კონცერტი გაიმართება. მომღერალი ბათუმს, ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
საესტრადო მუსიკის სფეროში ყველაზე ცნობილი ძმები: ვალერი და კონსტანტინე მელაძეები ბათუმში დაიბადნენ. პირველადი მუსიკალური განათლება მათ სწორედ ზღვისპირა ქალაქში მიიღეს, უმაღლესი განათლების მისაღებად კი უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში გაემგზავრნენ. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ძმები, მალე სტუდენტური ანსამბლის წევრები გახდნენ. ვალერი მელაძემ, თავისი, განსხვავებული, გამორჩეული ხმითა და საშემსრულებლო მანერით, მალე მიიქცია პროდუსერთა ყურადღება და მნიშვნელოვანი დაიკავა ადგილი დიდ შოუბიზნესში!
მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მომღერალს ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან პირველს, მის მიერ შესრულებული და ჰიტად ქცეული რომანსის: ,,სერას“ სახელი ჰქვია. ვალერი მელაძის კონცერტები არამარტო პოსტსაბჭოთა, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოპულარობას მსმენელში.
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.