აღწერა
2024 წლის 16 ნოემბერს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მიუნჰენის უმაღლესი სამუსიკო სკოლის პედაგოგი და აქტიური საკონცერტო კარიერის მქონე ქართველი პიანისტი ნინო გურევიჩი შეასრულებენ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N5 და მე-5 სიმფონიას.