აღწერა
2024 წლის 29 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს, რომელიც ეძღვნება ვახტანგ კახიძის 65 წლის იუბილეს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრის სოლისტი ჩელისტი ალექსანდრე სოლონოვიჩი.
კონცერტზე შესრულდება ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები მისივე დირიჟორობით.