აღწერა
2024 წლის 15 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ გახსნას, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
კონცერტის პროგრამაშია ს.რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2, ი.სტრავინსკის სუიტ ბალეტიდან „ფასკუნჯი“ და მ.რაველის სუიტა N2 ბალეტიდან „დაფნისი და ქლოე“.