2025 წლის 2 მარტს, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი გიორგი ვაჩნაძე.
კონცერტის პროგრამაშია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N5 და სიმფონია N3.