2025 წლის 9 მარტს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საორგანო მუსიკის კონცერტს. ქართველი პიანისტი და ორგანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი ალექსანდრე ვასაძე შეასრულებს ი.ს. ბახის, კ.მ. ვიდორის, ლ. ვიერნის, მ. დიუპრეს და ე. ლოიდ ვებერის (ა.ვასაძის საორგანო ტრანსკრიფცია) ნაწარმოებებს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სეზონის მხარდამჭერია “თეგეტა”