აღწერა
2024 წლის 20 სექტემბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში წარმოგიდგენთ საგუნდო მუსიკის კონცერტს. საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის დირიჟორობით შეასრულებს იოსებ კეჭაყმაძის ცნობილ ნაწარმოებებს.
კონცერტი ეძღვნება კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის საიუბილეო თარიღს.