საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 20
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

მცირე დარბაზი

Erasmus + მობილობის ფარგლებში

საფორტეპიანო მუსიკის

კონცერტი

საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს „სამი ვარსკვლავი“-ს ორდენის მფლობელი

ანდრეის ოსოკინსი

(ლატვია)

ანდრეის ოსოკინსი - ცნობილი ლატვიელი პიანისტი, არაერთი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი, დაჯილდოვებულია ლატვიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი „სამი ვარსკვლავის ორდენით“ და „დიდი მუსიკალური ჯილდოთი“, რაც ლატვიაში- მუსიკის სფეროში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა.

ანდრეის ოსოკინსი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო სცენაზე როგორც სოლისტი, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ორკესტრსა და დირიჟორთან. ანდრეის ოსოკინსი ასევე გახლავთ სამეფო მუსიკის აკადემიის (ARAM) ასოცირებული წევრი და ლონდონის “Trinity” მუსიკის კოლეჯის (FTCM) წევრი, ყოველწლიური „ოსოკინსის თავისუფლების ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. კრიტიკოსები ანდრეის ოსოკინსს ახასიათებენ, როგორც „უნაკლოდ ელეგანტურს“, აღნიშნავენ პიანისტის ღრმა ინტელექტსა და ენერგიას, ბგერის ფართო და ექსპრესიულ პალიტრას. მისი შესრულება დიდ მოწონებასა და აღფრთოვანებას იმსახურებს მსმენელებსა თუ კრიტიკოსებში, რაც განაპირობებს მის პოპულარობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

I

1.იანის მედინშ- 3 პრელუდი ფორტეპიანოსათვის

2. ვოლფგანგ დაარზინშ - პატარა სუიტა ფორტეპიანოსათვის

Allegro-Andante-Presto

3. ემილს დაარზინშ - მელანქოლიური ვალსი (ა. ოსოკინსის რედაქტირებით)

4. ლ. ვან ბეთჰოვენი სონატა ფა მინორი, თხზ. 57 „აპასიონატა“

Allegro assai. II. Andante con moto. III. Allegro ma non troppo

II

1. არტურს მასკატს - ფანტაზია ფორტეპიანოსათვის „ყაზბეგი: წმინდა სამება“ (2014)

2. ფ. შოპენი - 3 ნოქტიურნი თხზ.. 9 No.1, No.2 and თხზ..48 No.1

3. ფ. შოპენი - ორი ეტიუდი - თხზ.10. მი მაჟორი და დო მინორი

4. ფ. შოპენი - ფანტაზია-ექსპრომტი - თხზ.66

5. ფ. შოპენი - პოლონეზი თხზ. 26

ფოტო და ვიდეო

საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება