კონტაქტის ზონა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კონტაქტის ზონა

კონტაქტის ზონა

ვალერია ხრიპაჩის ქორეოგრაფიაზე და ნინო დავაძის მუსიკაზე შექმნილი ეპიზოდი რეალობის ინტერპრეტაციასა და უნივერსალური ურთიეთობის ენის ძიებაზე მოგვითხრობს.ვერონიკა ტიხონოვას ქორეოგრაფიაზე და ანუშკა ჩხეიძის მუსიკაზე შექმნილ ეპიზოდში კი სხვადასხვა რეალობებიდან გადმოსული პერსონაჟები ხან კოსმოსის ღია სივრცეში, ხან კი ვირტუალურ თამაშში აღმოჩნდებიან, სადაც თამაშის წესები ყოველთვის იცვლება.ნათია ჩიკვაიძის ქორეოგრაფია და გვანცა ენუქიძის მუსიკა საკუთარ სხეულთან, იდენტობასთან, ჩვენს შინაგან ქაოსთან გვაკავშირებს, სადაც ერთი ხმა ბევრ სხვა განსხვავებულ ხმასთან ერთიანდება. ავტორი, პროდიუსერი - მაკა ჩხაიძეკურატორი - დავით ხორბალაძექორეოგრაფები - ვალერია ხრიპაჩი, ვერონიკა ტიხონოვა, ნათია ჩიკვაიძე,მუსიკა - ნინო დავაძე, ანუშკა ჩხეიძე, გვანცა ენუქიძესცენოგრაფია - კატო გელაშვილი, მიშიკო სულაკაურიმონაწილეობენ: ლევან გოცაძე, ვალერია ხრიპაჩი, მარიამ ბერიკელაშვილი, თომა ომანაძე, თანო ჩხეიძე, ანნა გუმენიუკი, თამარ ნავერიანი, გიგო შიუკაშვილი, ნინა ლებეშევა, მარინა მაკასარაშვილი, ნათია ჩიკვაიძე Შექმნილია InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმის მიერ, ღია სივრცესთან თანამშრომლობით. 12 თებერვალი ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა! InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა უერთდება ამ დღის აღნიშვნას. 17 და 18 თებერვალს დანიშნული სპექტაკლები ეძღვნება ეპილეფსიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორს, “ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს” მხარდაჭერისთვის. სპექტაკლის მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა ფონდი საქართველოში, თანამედროვე ცეკვის ფესტივალი თბილისში, MAC Georgia.
კონტაქტის ზონა
Beri Gabriel Salosi 1st turn #2, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა და "ღია სივრცე" გიწვევთ ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლზე "კონტაქტის ზონა."
 
„კონტაქტის ზონა“ სამი ქორეოგრაფიული სპექტაკლის ერთობლიობაა, რომელიც იკვლევს საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ფიზიკურ და სივრცით კონტაქტის ფორმებს. თითოეული დადგმა დამოუკიდებელი წარმოდგენაცაა და ამავე დროს დაკავშირებულია დანარჩენ ეპიზოდებთან. სპექტაკლში მონაწილე ხელოვანები და მაყურებელი თანამედროვე ცეკვისა და მუსიკის საშუალებით ქმნის კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკდებლად, პარალალურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის.

ფოტო და ვიდეო

კონტაქტის ზონა

ადგილი

ღია სივრცე
ღია სივრცე
Beri Gabriel Salosi 1st turn #2, Tbilisi
სახელოვნებო კომპანია
ამ ადგილის ყველა ღონისძიება