კონსტანტინ ლიფშიცი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
კონსტანტინ ლიფშიცი

კონსტანტინ ლიფშიცი

კონსტანტინ ლიფშიცი
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
ქართული

განრიგი

19.06.2026
პარასკევი
20:00
25 ₾ - 55
25 ₾ - 55
ვრცლად

აღწერა

კონსტანტინ ლიფშიცი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ინტერპრეტაციული სიღრმითა და ოსტატობით არის აღიარებული. იგი 1976 წელს ხარკოვში დაიბადა. მუსიკალური განათლება ხუთი წლის ასაკში დაიწყო მოსკოვის გნესინების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგი იყო ტატიანა ზელიკმანი. შემდგომ წლებში სწავლობდა ფლორენციაში, მოსკოვსა და ლონდონში. მის მასწავლებლებს შორის იყვნენ ალფრედ ბრენდელი, ლეონ ფლაიშერი, ჩარლზ როზენი, კარლ-ულრიხ შნაბელი, ვლადიმირ ტროპი, ფუ ცონი, როზალინ ტურეკი და სხვა გამოჩენილი მუსიკოსები.

 

1995 წელს კონსტანტინ ლიფშიცმა მიიღო ECHO Klassik Award წლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლის კატეგორიაში. ერთი წლის შემდეგ კი Grammy Award-ზე იყო ნომინირებული იოჰან სებასტიან ბახის “გოლდბერგ ვარიაცების” ჩანაწერისთვის.

 

როგორც სოლისტმა, ლიფშიცმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც მსოფლიო დარბაზებში წარსდგა მოსკოვის ვირტუოზებსა და ვლადიმირ სპივაკოვთან ერთად. თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. მათ შორისაა Chicago Symphony Orchestra, New York Philharmonic, NDR Elbphilharmonie Orchester, Academy of St Martin in the Fields, Moscow Virtuosi და მრავალი სხვა.

 

მისი შემოქმედებითი პარტნიორები სხვადასხვა დროს იყვნენ მსტისლავ როსტროპოვიჩი, მაქსიმ ვენგეროვი, გიდონ კრემერი, მიშა მაისკი, იური ბაშმეტი, სერ როჯერ ნორინგტონი, ვლადიმირ სპივაკოვი, სერ ნევილ მარინერი, მარეკ იანოვსკი, ფაბიო ლუიზი და სხვა გამოჩენილი მუსიკოსები.

 

კონსტანტინ ლიფშიცი არის ლონდონის Royal Academy of Music-ის წევრი. 2008 წლიდან იგი ლუცერნის კონსერვატორიაში მოღვაწეობს.

ფოტო და ვიდეო

კონსტანტინ ლიფშიცი

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება