პაპის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კარდინალები კონკლავისთვის — კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევისთვის — ემზადებიან. პროცედურის ხელმძღვანელობა და ორგანიზება ეკისრება კარდინალ ლოურენსს. მალე ის აღმოაჩენს რამდენიმე არასასიამოვნო საიდუმლოს პაპის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის შესახებ — რაც შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას მოახდინოს არჩევნების შედეგზე და შეარყიოს ეკლესიის საფუძვლები.
ეს სრულიად ახალი ფილმია, რომელიც ამჟამად მეორე მაყურებლური ტალღის პერიოდს განიცდის. პირველი ტალღა წელს ოსკარის მიღებას მოჰყვა, ხოლო მეორე — ორ კვირაზე ნაკლებია, რაც დაიწყო.
ფილმმა მიიღო „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.