კონკია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

კონკია

ბალეტი "კონკია" ულამაზესი რომანტიული ზღაპარია. ეს არის დიდი საოჯახო სპექტაკლი. საინტერესო იქნება და გაახარებს ყველა ასაკის ბალეტის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ჩვენს პატარა მაყურებლებს. თქვენ გელით დაუვიწყარი ჯადოსნური ზღაპრული სამყარო, დიდებული მუსიკა და მრავალფეროვანი მდიდრული კოსტიუმები.
კონკია
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
advertising

აღწერა

21-22 ოქტომბერს მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერული დასი წარმოგიდგენთ 2 მოქმედებიან ს. პროკოფიევის ბალეტ "კონკიას" შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით. დამდგმელი ქორეოგრაფი რეჟისორი და რეპეტიტორი - მარიამ უგრეხელიძე. კოსტიუმების მხატვარი და საღამოს ორგანიზატორი - მადონა ნიორაძე.

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება