24 მარტს ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კომპიუტერული 2D თამაშის შექმნის მასტერკლასი ჩატარდება, სადაც ბავშვები პროგრამა Scratch-ის გამოყენებით 2D თამაშის შექმნის პროცესში ჩაერთვებიან
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან, როგორ იწერება პროგრამა, რა არის ალგორითმი, როგორ ესმის კომპიუტერს ჩვენი ბრძანებები, რას გულისხმობს საბაზისო პროგრამირების საფუძვლები და სხვ. ამ აქტივობით ბავშვები განივითარებენ კრეატიულობას, ალგორითმულ, კრიტიკულ და ლოგიკური აზროვნებას
გაითვალისწინეთ, მასტერკლასს ბავშვები დაესწრებიან დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე