ვაპირებთ წასვლას კლდეკარის ციხესიმაგრეში, ტრიალეთის მთებში. ოდესღაც აქ გადიოდა ერთადერთი გზა ტრიალეთიდან ქართლში, რომელსაც აქ მცხოვრები ადამიანები აკონტროლებდნენ. ვნახავთ ციხის ნანგრევებს და დავტკბებით ალგეთის ველით ერთი მხრიდან და თეძამზე ერთ-ერთი შენაკადის ხეობით მეორე მხრიდან. თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, შევძლებთ მთავარ კავკასიონის ქედიც დავინახოთ.
