13 აპრილს წინანდლის მამულში კირილ ზდანევიჩის გამოფენა იხსნება.
კირილ ზდანევიჩი (1892-1969) ქართული სახვითი ხელოვნების მოდერნიზაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. თბილისური ავანგარდის ცენტრში მყოფმა მხატვარმა მეტწილად განსაზღვრა ქართული მოდერნიზმის ძირითადი არტისტული პროცესები და მხატვრული ტენდენციები.