რუსთაველის ეროვნული თეატრი
მცირე სცენა
მუსიკალური სპექტაკლი "კინტო"
კომპოზიტორი - ნუნუ გაბუნია
დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
მუსიკალური ხელმძღვანელი - ნიკა ნიკვაშვილი
ა. წერეთლის პიესა „კინტოს“ მიხედვით ადაპტირებული ლიბრეტოს ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი - ეკა ჯავახიშვილი, ქეთი ციციშვილი
ქორეოგრაფი - ბაჩანა ჭანტურია
ტექნიკური რეჟისორი - მარინა ამაღლობელი
მთავარ როლში : თამარ გვერდწითელი
მონაწილეობენ:
ნინუცა ბედიაშვილი, მარინა კახიანი, დავით კვირცხალია, კახა კუპატაძე, ეკა მინდიაშვილი,
ნიკო ნანიტაშვილი, ლაშა რამიშვილი, ნანული სარაჯიშვილი , იური ფოფხაძე, ბადრი ჩიხიაშვილი
აღწერა
პიესა მუსიკალური სპექტაკლისთვის აკაკი წერეთლის პიესის „კინტოს“ მიხედვით ვითარდება.
პიესის მთავარი პერსონაჟი სალომეა. სალომეს მეუღლე ილიაა, რომელსაც სალომესთან გაცილება გადაუწყვეტია. ამბობს, რომ სალომე აღარ უყვარს. ილიას ამ გადაწყვეტილებას მის მეგობარი სამსონი მხარს უჭერს და ყოველმხრივ ცდილობს, რომ ილიამ ოჯახი დაანგრიოს. სამსონს თურმე სალომე უყვარს და მეგობარს ამიტომაც აძლევს ცუდ რჩევას. უნდა, რომ სალომეს გული მოიგოს.
იმისათვის, რომ სალომემ ოჯახი შეინარჩუნოს და ქმრის სიყვარული დაიბრუნოს, გადაწყვეტს, რომ ქმარი აეჭვიანოს და ამისათვის ხერხს მიმართავს: კინტოს ფორმას გადაიცვამს და ქმარს ცოლის (ანუ საკუთარი თავის) საყვარლად გაეცნობა.
ილიას უნდა დარწმუნდეს, რომ ცოლი მართლაც ღალატობს, ამისათვის კინტოს აედევნება და მაშინ როდესაც კინტო და სალომე დანაშაულში უნდა „ამხილოს“ გაიგებს, რომ კეთილი გათამაშების მსხვერპლი გამხდარა.
ილია დაფიქრდება და მიხვდება, რომ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება შეცდომა იყო და სალომე დღესაც ისე უყვარს, როგორც ქორწინების დღეს უყვარდა.
სალომე და ილია ისევ ერთად არიან, ხოლო ბოროტი ილიას მეგობარი სამსონი, რომელიც ოჯახის დანგრევისკენ მეგობარს აქეზებდა სახლიდან გაგდებულია.
ორი ადამიანის რთული ურთიერთობა ე.წ. შეცდომათა კომედიის ჟანრშია გადაწყვეტილი, სადაც შეცდომა, რომელიც დაგეგმილია ადამიანის გათამაშების საფუძველს იძლევა, ხოლო შედეგად სერიოზული დაფიქრების და ღრმა ანალიზის საშუალებას გვაძლევს.
პიესა მოგვითხრობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სიყვარული და ორგულობა, მეგობრობა და ორპირობა, ერთგულება და ღალატი.
ყველა ადამიანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ წრფელი სიყვარულისა და თავდადების მაგალითით შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია. სიყვარული კი მუდამ გამოცდას ითხოვს. ამიტომ ოჯახის მიმართ სალომეს თავდადება და ქმრის სიყვარული მას ყველა წინააღმდეგობას დააძლევინებს.
დაწყების დრო - 20 საათი
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 100 წთ.
ასაკობრივი შეზღუდვა - 8+
სპექტაკლი გაიმართება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე
