დიდი ეკრანი, ხარისხიანი ხმა და მყუდრო ატმოსფერო. ამჯერად გელოდებათ უჩვეულო დეტექტივი ძალიან არაჩვეულებრივი გმირებით.
აღწერა:
მას შემდეგ, რაც ფერმის პატრონი იდუმალ ვითარებაში კვდება, ცხვრების ფარა გადაწყვეტს, თავად იპოვოს დამნაშავე. სანამ ადამიანები მომხდარის გარკვევას ცდილობენ, ყველაზე დაკვირვებული მოწმეები საკუთარ გამოძიებას იწყებენ.
ბრიტანული იუმორით, მოულოდნელი სიუჟეტითა და სრულიად არასტანდარტული დეტექტივებით სავსე ფილმი.