ღმერთი არსებობს. მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ჩვენ წარმოვიდგენთ. პარადოქსული კომედია ჟაკო ვან დორმელისგან გოგონაზე სახელად ეაზე, რომელიც თავის პირველივე სიტყვებით ყველაფერს გვიამბობს: „ღმერთი არსებობს. ის ბრიუსელში ცხოვრობს და ნამდვილი არამზადაა. თქვენ ბევრი გსმენიათ მისი შვილზე, მაგრამ არაფერი — მის შვილზე. მისი შვილი მე ვარ.“
შემდგომი სიუჟეტი ეას სამყაროში მოსვლაზე გვიყვება. გოგონა მტკიცედ გადაწყვეტს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს და რამდენიმე სასწაული მოახდინოს. ეს ფილმი აუცილებელი, სასარგებლო, უცნაური, მწვავე, ორაზროვანი, რთული, სექსუალური, სიცოცხლით სავსე, ღვთისმგმობი, სულელური და უნიკალურია. ის კეთილია ადამიანების მიმართ და უკიდურესად აგრესიული — ღვთის მიმართ.
„ახალი აღთქმის“ რეჟისორის ინტერესის სფერო მულტივერსის თეორიაა, რომელიც ალტერნატიული სამყაროების ერთდროულ არსებობას გულისხმობს. გარდა ამისა, ვან დორმელი თანამშრომლობდა ნობელის პრემიის ლაურეატ ფიზიკოს ილია პრიგოჟინთან, როდესაც ქაოსისა და დროის ფიზიკის ფენომენებს იკვლევდა.