პოსტის იმპერიის მფლობელი, რათა ზარმაც შთამომავალს, სახელად ჯესპერს, ჭკუა ასწავლოს, მას ჩრდილოეთის უკიდურეს ქალაქ სმირენსბურგში აგზავნის. ჯესპერმა იქ საფოსტო განყოფილება უნდა დააარსოს და ერთი წლის განმავლობაში არანაკლებ 6000 წერილი უნდა დაამუშავოს. ადგილზე ჩასვლისას ის საომარ ზონაში აღმოჩნდება: ორი საოჯახო კლანი, ისტორიული მტრობით შეზრდილი, ერთმანეთს სიძულვილით ეპყრობა და საუკუნოვან ტრადიციას უვლიან, ყოველ შესაძლებლობაზე ერთმანეთს ეომონ და სხვადასხვა ავანტიურა მოუწყონ.