მენიუ
28 აპრილს (კვირას) 19:00 საათზე კინოკლუბი "Auditoria": ფილმის „Drive My Car“ ჩვენება და განხილვა (რიუსუკე ჰამაგუჩი, 2021 წ.)
რეჟისორი ცოლს კარგავს, მაგრამ ჩეხოვი მაინც ჰყავს. ოსკაროსანი დრამა ჰარუკი მურაკამის მოთხრობის მიხედვით
რეჟისორი იუსუკე მიწვეულია ჰიროსიმას თეატრალურ ფესტივალზე "ბიძია ვანიას" დადგმაზე. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მანქანას თვითონ ვერ ატარებს, ამიტომ უზრუნველყოფილია ქალი მძღოლით, ჩუმი მისაკით. დღეში რამდენიმე საათის ერთად გატარების შემდეგ, იუსუკე იწყებს თავის მეუღლესთან ურთიერთობის გადახედვას, რომელთანაც იგი, ერთი შეხედვით, ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობდა მის უეცარ სიკვდილამდე ორი წლის წინ. და მისაკი კი ცდილობს გაუმკლავდეს საკუთარ რთულ წარსულს...