ჰელსინკში ჩასულ M-ს ისე სცემენ, რომ ექიმებს მკვდარი ეგონებათ. ის გადარჩება, მაგრამ წარსული აღარ ახსოვს.
რეჟისორი: აკი კაურისმიაკი.ხანგრძლივობა: 1 საათი, 37 წუთი.გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია.
4 აპრილს, 19:30 საათზე, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, წარმოგიდგენთ, აკი კაურისმიაკის ფილმს, “კაცი წარსულის გარეშე" (The Man Without a Past, 2002).
„კინოს სახლის“ კინოდარბაზი წლების განმავლობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართული კინოს განვითარება–პოპულარიზაციაში და ზოგადად, კინო–გემოვნების ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მაყურებელს სთავაზობდა არაკომერციულ, ზოგჯერ აკრძალულ, მსოფლიო დონის რეჟისორების ფილმებს, რომელთა ნახვა მხოლოდ აქ თუ შეეძლო მაყურებელს. კინოს სახლის კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე.