პენსიონერი ქალი გარდაცვლილი მეზობლის მოახლესთან ერთად ეძებს კაცს, რომელსაც მის წარსულ ცხოვრებასთან საიდუმლო კავშირი აქვს.
რეჟისორი: მიგელ გომეში.ხანგრძლივობა: 1 საათი, 58 წუთი.გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია.
14 აპრილს, 15:00 საათზე, cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, წარმოგიდგენთ, მიგელ გომეშის ფილმს, “ტაბუ" (Tabu, 2012).
„კინოს სახლის“ კინოდარბაზი წლების განმავლობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ქართული კინოს განვითარება–პოპულარიზაციაში და ზოგადად, კინო–გემოვნების ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მაყურებელს სთავაზობდა არაკომერციულ, ზოგჯერ აკრძალულ, მსოფლიო დონის რეჟისორების ფილმებს, რომელთა ნახვა მხოლოდ აქ თუ შეეძლო მაყურებელს. კინოს სახლის კინოდარბაზი იყო და არის დამოუკიდებელი, არაკომერციული, საავტორო ფილმების ჩვენებაზე ორიენტირებული სივრცე.