18 აპრილი, 20:00 საათზე, კავკასიური ხელოვნების წრე ზუბალაშვილების 23ში, წარმოგიდგენთ,ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმს - "მოპარული სილამაზე".
დედის თვითმკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ამერიკელი გოგონა იტალიაში მიემგზავრება. მთავარი გმირი ზაფხულს ოჯახის ძველი მეგობრების ვილაზე ატარებს, კვლავ ხვდება კაცს, რომელმაც ოთხი წლის უკან,ცხოვრებაში პირველი კოცნა აჩუქა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, შესაძლოა მთავარი მოტივი ამ გამგზავრების: დედის დღიურში დატოვებული ჩანაწერების ახსნის სურვილი...