25 აპრილს, 19:00 საათზე, კავკასიური ხელოვნების წრე ზუბლაშვილების 23ში, წარმოგიდგენთ, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს- "დიდი მწვანე ველი"
ფილმში მოთხრობილია მწყემს სოსანას ამბავი, რომელიც სოფლიდან ცოლ-შვილს ველზე ჩამოიყვანს, სადაც ნახირს მწყემსავს. მაგრამ ველზე ნავთობის ჭაბურღილის აღმოჩენის შემდეგ სოსანას ცხოვრებაში ყველაფერი ირევა. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ დოდო აბაშიძე და ლია კაპანაძე.