მენიუ
9 მაისს, 20:00 საათზე, კავკასიური ხელოვნების წრე ზუბლაშვილების 23ში, წარმოგიდგენთ, კოტე მიქაბერიძის ფილმს- "ჩემი ბებია"
ფილმი გადაღებულია 1929 წელს, თუმცა მისი ჩვენება აკრძალული იყო 40 წლის განმავლობაში. 1976 წელს ფილმი აღადგინა რეჟისორმა ლეილა გორდელაძემ. ფილმი არის საბჭოთა ექსცენტრული კინოს მაგალითი და სატირულად გადმოსცემს ჯერ კიდევ ახალგაზრდა საბჭოთა სისტემის ცხოვრებას.