მენიუ
8 თებერვალს, 20 საათზე, საქართველოს კინოინსტიტუტი, მოძრაობა "ქართული კინო საფრთხეშია" და "ეზოტოპია" ოთარ იოსელიანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წარმოადგენს ფილმს "აპრილი".
1961 წელს გადაღებული ეს ფილმი საბჭოთა ცენზურამ აკრძალა. ჩინოვნიკი, რომელმაც ფილმი შესაფასებლად იხილა, თქვა: "ამ კინოსურათის ჩვენება არ შეიძლება. იგი მიმართულია ავეჯის შეძენის წინააღმდეგ. ეს კი დაუშვებელია. როგორ შეიძლება გადავყაროთ სკამები, მაშინ რაზე უნდა დავსხდეთ?"