18 იანვარს, 20:00 საათზე, საქართველოს კინოინსტიტუტი, მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ და ეზოტოპია ქართული კინოს საღამოების - „კინო ეზოში“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ ანნა ძიაპშიპას ფილმის „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ ჩვენებას.
სცენარის ავტორი და რეჟისორი: ანნა ძიაპშიპა
კამერა: ანნა ძიაპშიპა
პროდიუსერი: ანნა ძიაპშიპა
მონტაჟი: ეკა წოწორია
მოდერატორი: კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი
ფილმის პრემიერა შედგა შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში „Visions du Réel” დოკუმენტური კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალზე, სადაც ფილმი ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი ნაჩვენები იყო ასევე სხვა კინოფესტივალებზეც, როგორიცაა, სარაევოს, ლაიპციგის, სეულისა და სევილიის ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალები.