კიკეთი — კოჯორი
საბავშვო ლაშქრობა შაბათ-კვირას, 7+
მეგობრებო, ლაშქრობების ახალ სეზონს ვიწყებთ და გეპატიჟებით ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც მარშრუტზე, რომელზე წვდომაც ქალაქის ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
გავემართებით კიკეთიდან კოჯორისკენ, გზად კი ქაბენის ჩანჩქერებს გავივლით. დავტკბებით ხედებით გადასახედი წერტილიდან, ჩავეშვებით ჩრდილიან ხეობაში, მოვინახულებთ ქაბენის მონასტრის ძველ სამლოცველოს და, რა თქმა უნდა, ჩანჩქერთან მოვაწყობთ შესვენებას!
მარშრუტი ხაზოვანია. გზად დასვენებისთვის რამდენიმე გაჩერება გვექნება.
ლაშქრობაში ბავშვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც მშობლებთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.