31 ოქტომბერი – 1 ნოემბერი | ყოფილი ნინოშვილის ბაზარი
კიკეთის მუხის ტყეში დაბადებული Kiketi Fest არის ფესტივალი, რომელიც ადამიანებს ქართული ცხოვრების სტილის — ღვინის, გასტრონომიის, თანამედროვე მუსიკისა და გართობის გარშემო აერთიანებს.
Kiketi Fest პირველი დამოუკიდებელი ქართული ღვინის, გასტრონომიის, მუსიკისა და lifestyle ფესტივალია, რომელმაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და წარმატებით ჩატარდა ბერლინსა და ნიუ-იორკში.
ამჯერად Kiketi Fest ორი დღით თბილისს ეწვევა!
ფესტივალის პროგრამა
31 ოქტომბერი — Wine, Food & Music
ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანი, სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი, გასტრონომიული სივრცეები, DJ სეტები და კიკეთი ფესტის გამორჩეული ატმოსფერო.
1 ნოემბერი — Nodariko's Live + Wine, Food & Music
ნოდარიკო ხუციშვილის ცოცხალი კონცერტი გვიან ნაშუადღევს, ქართული ღვინოები, მრავალფეროვანი სასმელები, გასტრონომიული სივრცეები და მუსიკით სავსე დღე.
🍷 ღვინო და სასმელები
- მცირე საოჯახო მარნების ღვინოები
- კლასიკური ქართული ღვინოები
- სანგრია
- ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები
- ლიმონათები და უალკოჰოლო სასმელები
🍽️ გასტრონომია
- ტრადიციული ქართული კერძები
- ქართული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციები
- Pop-up სამზარეულოები და Street Food
🎶 მუსიკა
- დღის განმავლობაში შერჩეული მუსიკა და DJ სეტები
- 1 ნოემბერს — ნოდარიკო ხუციშვილის ცოცხალი კონცერტი
🎟️ ბილეთები
31 ოქტომბერი — 20 ₾
1 ნოემბერი — 50 ₾
*12 წლამდე ბავშვებისთვის — უფასო (ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტითა და მშობლის თანხლებით)
📍 ღონისძიების დეტალები
თარიღი: 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი, 2026
დრო: 13:00–22:00 (ორივე დღეს)
ლოკაცია: ყოფილი ნინოშვილის ქ. ბაზარი, თბილისი
მისამართი: კონსტიტუციის ქ. 6/52 (შესასვლელი ნინოშვილის ქუჩის მხრიდან)
Facebook: https://www.facebook.com/KiketiForest/
Instagram: https://www.instagram.com/kiketifest/