კიკეთის ფერმა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
კიკეთის ფერმა

კიკეთის ფერმა

კიკეთის ფერმა
28, 9 Dzma Kherkheulidze Str., Kiketi
ბილეთის ფასი
დან230
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

 

14 დეკემბერს გიწვევთ კიკეთის ფერმაში ლიკა ევგენიძისა და უტა ბექაიას ერთობლივ ვორქშოფზე, რომელიც აერთიანებს ხელოვნებისა და მედიტაციის პროცესს. 


"ცნობიერი ნიღაბი და ბგერითი მოგზაურობა"


პროგრამა:

12:00 | ბგერითი მოგზაურობა 

13:30 | შესვენება და ლანჩი

14:30 | ნიღბის შექმნა

17:00 | პრეზენტაცია და ფოტოგადაღება


ვორქშოფი დაიწყება ვიზუალიზაციითა და სუნთქვითი პრაქტიკით, რომელიც მონაწილეებს ეხმარება მედიტაციურ მდგომარეობაში შესვლაში და საკუთარი შინაგანი ენერგიისა თუ არქეტიპის გაცნობიერებაში. ხმის ვიბრაციების, კრისტალური თასებისა და სხვა ინსტრუმენტების ჰარმონიული ბგერების ფონზე იღვიძებენ ემოციები, სიმბოლოები, ფერები, შინაგანი პერსონაჟები და არქეტიპები - ის უხილავი ფორმები, რომლებიც შემდგომ უკვე გარდაიქმნება ხელოვნებად. 

ბგერითი თერაპიის შემდეგ მონაწილეები სკულპტურული მასალებითა და საღებავებით შექმნიან ნიღბებს. ეს შემოქმედებითი პროცესი ერთგვარი რიტუალია. აქცენტი კეთდება ინტუიციასა და ემოციურ გამოხატვაზე და არა დიზაინზე - ფორმა და ტექსტურა სპონტანურად იბადება. ნიღაბი იქცევა მედიატორად მონაწილესა და მის შინაგან ხილვას შორის. მონაწილეები მუშაობენ ინტუიციურად და თავისუფლად, პროცესს ემორჩილებიან და ნიღაბს აძლევენ საშუალებას, თავად გამოავლინოს მისი არსი. ასე იქმნება არა უბრალოდ არტ-ობიექტი, არამედ გათავისუფლებული ემოციის, გარდასახვისა და თვითგამოხატვის ნიღაბი. 


ნიღბების დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, გააზიარებენ მათი შექმნის პროცესსა და შეგრძნებებს.


ვორქშოფის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს გადავიღებთ საკუთარი ნიღბით. ფოტოები მოგვიანებით გაეგზავნებათ, როგორც მათი შემოქმედებითი და სულიერი მოგზაურობის პირადი მოგონება. 

 

ფოტო და ვიდეო

კიკეთის ფერმა

ადგილი

კიკეთის ფერმა
მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცე
ამ ადგილის ყველა ღონისძიება