კიკეთის ფერმა x Dodo Events
კიკეთის ფერმა და DODO Events წარმოგიდგენთ ფესტივალი “დღეები”-ს პირველ ღონისძიებას - “ცხენების დღეები".
„დღეები“ არის თემატური ივენთების სერია მათთვის, ვისაც ქალაქიდან გასვლა, ბუნებაში დასვენება და ნამდვილი, შემოქმედებითი თავგადასავალი სურს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება ყველა ასაკის სტუმრისთვის და იქცევა თქვენს ახალ საოჯახო ტრადიციად.
2 და 3 მაისს კიკეთის ფერმა „ცხენების დღეებს“ უმასპინძლებს. 2-დღიანი ფესტივალი მრავალფეროვან აქტივობებს მთავარი თემის – ცხენოსნობის გარშემო აერთიანებს.
რა გელოდებათ პროგრამაში?
• ცხენბურთის შოუ
• „ბაია გალერეა“-ს მიერ ორგანიზებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
• გასართობი ზონა ბავშვებისთვის და უფროსებისთვის
• ვორქშოფები
• კვების ზონა
• DJ Diana’s, DODO, Sendnudes,
• თემატური და ხელნაკეთი ნივთების Pop-up
• მარიამ გალოგრე და ბენდის ცოცხალი შესრულება (2 მაისი) /ლიკუნა თუთისანი და ბენდის ცოცხალი შესრულება (3 მაისი)