ელექტრონული მუსიკა რაჭის ულამაზეს ბუნებას 4 წლის შემდგომ უბრუნდება !
21 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით შაორის ტბა წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს! მუსიკა შუაგულ ტყეში, კარვები, ქემფები და უამრავი გასართობი სივრცე. სტუმრებს შეეძლებათ 3 დღის განმავლობაში მიიღონ დაუვიწყარი ემოციები და შეიგრძნონ რაჭის ბუნების სილამაზე მუსიკის ფონზე.
სტუმრებს ყიჟინას ტერიტორიაზე დახვდებათ:
🟩 რაჭული სამზარეულო
🟩 ზოგადი ქართული სამზარეულო
🟩 ჰოთ-დოგ სტენდი
🟩 3 სხვადასხვა ტიპის სასმლის ბარი
🟩 სამაგიდო თამაშები
🟩 სპორტული აქტივობები
🟩 საკემპინგე სივრცე
🟩 უამრავი სხვა გასართობი თუ კულტურული სივრცე
ადგილზე დაგხვდებათ მეგობარი კომპანიების შემოთავაზებული პროდუქციის სტენდები სადაც შეგეძლებათ შეიძინოთ “ყიჟინას” მერჩი და სხვადასხვა აქსესუარი.
HL - SANLEE
Doors Open - 14:00
დასაწყისი - 17:00.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+