ბავშვების მასტერკლასი – ფერადი ხინკლუკების დღე
მოქსი თბილისი გიწვევთ თქვენს ბავშვებთან ერთად ფერადი ხინკლუკების მასტერკლასზე! პატარა შეფები გაიცნობენ ქართული ტრადიციული ხინკლის სამყაროს, ისწავლიან ცომის მოზელას, შიგთავსის მომზადებას და ყველაზე საინტერესო — ფერადი ცომის გაკეთებას ბუნებრივი ინგრედიენტებით. ბავშვები თავად შეკრავენ პატარა ფერად ხინკლუკებს და ბოლოს გასინჯავენ თავიანთ ნამუშევრებს. ეს იქნება მხიარული, შემოქმედებითი და გემრიელი დღე, რომელიც დიდხანს დარჩებათ გულში!