კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლიგა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (წელიწადში ორჯერ) გაიმართება გუნდური ჰაკათონი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.
ჰაკატონი გაიმართება 16 თებერვალს 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.