კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია

კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია

შერჩეული პირები არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, მიიღებენ დამადასტურებელ წერილს. მთავარი მოთხოვნებია:   • საკვლევი თემა უნდა იყოს კიბერ უსაფრთხოებიდან• კვლევა უნდა იყოს აქტუალურ თემაზე• მკვლევრის მიერ მოცემული პრობლემის გადაჭრის მეთოდი უნდა იყოს ინოვაციური და შეიცავდეს სიახლეს კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებში კიბერ უსაფრთხოების როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო მიმართულებით პოპულარიზაციასა და განვითარებას. კონფერენცია ტარდება კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მიერ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან პარტნიორობით.   კონფერენციის დეტალები: • ჩატარების ადგილი: კავკასიის უნივერსიტეტი• თარიღი: 23 დეკემბერი, შაბათი• დაწყების დრო: 11:00 (GMT +4, თბილისის დრო)• მონაწილეობის ღირებულება: უფასო• თემის პრეზენტაციის ტიპი და რეგლამენტი: პრეზენტაცია, მოხსენება. 10-15 წუთი• მაღალი აკადემიური ხარისხით შესრულებული ნაშრომები დაიბეჭდება ლოკალურ სამეცნიერო ჟურნალში. ხოლო შერჩეული აქტუალური კვლევები გამოქვეყნდება საერთაშორისო, ინდექსირებად ჟურნალში• ე.წ. “Best Paperwork” ის ნომინაციაში მოხდება განსაკუთრებული ნაშრომ(ებ)ის დაჯილდოება• ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი• კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები, რომლებიც   სიტყვით მიმართავენ ახალგაზრდა მკვლევრებს და მოხსენებას გააკეთებენ დარგში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე
კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია
1 P. Saakadze St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

🔹23 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი საფეხურის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.
 
ამისთვის, დაინტერესებულმა პირმა არაუგვიანეს 20 ნოემბრისა, მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/yckc47wz უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ატვირთოს თავისი კვლევის აბსტრაქტი.

ფოტო და ვიდეო

კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია

ადგილი

კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
1 P. Saakadze St., Tbilisi
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება