17 ივლისს KIBE გლობალური სცენის გამორჩეულ არტისტს, VRIL-ს, ლაივ შესრულებით უმასპინძლებს.
მისი ხედვა ელექტრონული მუსიკის მიმართ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა რვა ალბომის, არაერთი EP-ისა და მრავალრიცხოვანი რემიქსების კატალოგის საშუალებით, რომლებიც გამოცემულია Ostgut Ton-ზე, Delsin-ზე, Omnidisc-სა და სხვა ცნობილ ლეიბლებზე.
ლაივ შესრულებით ასევე წარდგებიან Construction და Staox.
Construction ქართველი დიჯეისა და პროდიუსერის, გიორგი ჯინჭარაძის (Generali Minerali), ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელიც ტექნოზეა ფოკუსირებული.
Staox ბათუმში დაბადებული, თბილისში დაფუძნებული დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელია, რომლის ჟღერადობა გრუვსა და განვითარებად პერკუსიაზეა აგებული.
მათ შეუერთდება KIBE-ის რეზიდენტი Sevda — ლადუკა ნინუას პროგრესივ ტრანს/ჰაუს პროექტი, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით OTHR.
Faction-ის თანადამფუძნებლები Gwän და Script B2B სეტს დაუკრავენ, ხოლო ლაინაფს დაასრულებს ბერლინში დაფუძნებული DJ Lilith.
ბილეთები:
I კალათა: 70₾
II კალათა: 90₾
ასაკი: +18
დასაწყისი: 23:59
ერთ ვერიფიცირებულ მომხმარებელზე გაიცემა ერთი ბილეთი.