9 აგვისტოს, კლუბის ტერასა ჰიბრიდული პერფორმანსით უმასპინძლებს არგენტინელ დიჯეისა და პროდიუსერი, გლობალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტს Zisko, რომელმაც მუსიკალური მოგზაურობა ბავშვობაში, დრამით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი მსოფლიო დონის არტისტად ჩამოყალიბდა. მასთან ერთად წარდგებიან ლოკალური ელექტრონული სცენის განვითარებასა და ფორმირებაში უდიდესი წვლილის მქონე არტისტები, თბილისური კლუბის Bassiani რეზიდენტები NDRX და Newa. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ადგილობრივი დიჯეი და ფირფიტების ენთუზიასტი, Comethisfar, რომლის მუსიკა დაფუძნებულია ტექნო ჟღერადობაზე და ორიენტირებულია როგორც 90-იანი წლების, ასევე თანამედროვე მუსიკის ერთმანეთთან შერწყმაზე.