28 აგვისტოს, კლუბის ტერასას დაიკავებს Ellen Allien, ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლის BPitch დამფუძნებელი. მუსიკაში მისი მრავალწლიანი კარიერა მოიცავს ათზე მეტ ალბომს, უამრავ სინგლსა და კოლაბორაციას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბერლინის ანდერგრაუნდ კულტურის განვითარებას. მასთან ერთად დაუკრავს ადგილობრივი ელექტრონულუ მუსიკის სცენის პიონერი, კლუბის KHIDI რეზიდენტი და ლეგენდარული ლეიბლის Sonic Groove წევრი Boyd Schidt. არტისტებთან ერთად წარდგება Ly Sas - ლოკალური დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც მუსიკასთან ადრეულ ასაკშივე დაახლოვდა, როგორც გიტარისტი. მისი მუსიკალური ჟღერადობა მოიცავს ტექნოსა და მის ქვე-ჟანრებს. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ლოკალური სცენის ახალგაზრდა და სწრაფად პროგრესირებადი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Staox, რომლის მუსიკა ორიენტირებულია ჟანრებზე Techno და Electro