KIBE // SEASON OPENING: KANCHELI // KETATO M // NDRX // SEQTA // VULKANSKI თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
KIBE // SEASON OPENING: KANCHELI // KETATO M // NDRX // SEQTA // VULKANSKI

KIBE // SEASON OPENING: KANCHELI // KETATO M // NDRX // SEQTA // VULKANSKI

KIBE // SEASON OPENING: KANCHELI // KETATO M // NDRX // SEQTA // VULKANSKI
Deniz feneri Batumi, Batumi
ბილეთის ფასი
დან35 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

14.11.2026
შაბათი
23:59
35 ₾ - 90 ₾
35 ₾ - 90 ₾
ვრცლად

აღწერა

14 ნოემბერს KIBE მასშტაბური ლაინაფით ბრუნდება, რათა, მიუხედავად ამ პერიოდში არსებული სირთულეებისა, ბათუმის ელექტრონული მუსიკის კულტურის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა განაგრძოს


სეზონის გახსნაზე Bassiani-ს რეზიდენტები, Kancheli და NDRX, დიდი ხნის შემდეგ ბათუმში B2B სეტით წარდგებიან. ადგილობრივი დიჯეი და პროდიუსერი Kancheli მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საკლუბო კულტურის ჩამოყალიბებაში. მის მუსიკალურ იდენტობაზე კი დიდი გავლენა იქონია 90-იანი წლების ბნელმა და დანგრეულმა თბილისმა. NDRX ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ექსკლუზიურად დიჯეინგზეა კონცენტრირებული და ტექნიკური სიზუსტითა და ანდერგრაუნდ მუსიკის ღრმა ცოდნით შერჩეულ სეტებს გვთავაზობს. მათ შეუერთდება Vulkanski — KHIDI-ს რეზიდენტი, რომელსაც საკუთარი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელექტრონული მუსიკის სცენის ფორმირებაში. ნედლი, ენერგიული ტექნოსა და ინდუსტრიული ჟღერადობების შერწყმით, მან საკუთარი, გამორჩეული მუსიკალური ხელწერა ჩამოაყალიბა.


ლაინაფში ასევე იქნება KIBE-ს რეზიდენტი Ketato M. თანამედროვე ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ძირითადად ტექნოსკენაა ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა ჟანრის ჟღერადობებსაც გვთავაზობს სეტებში. ლაინაფს დაასრულებს Seqta — თბილისსა და ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი, რომლის ჟღერადობაც ეისიდ ტრანსს, შამანურ დრამებსა და პროგრესულ ბრეიქბიტებს აერთიანებს

 

ბილეთები:

I კალათა: 35 ₾ (SOLD OUT)

II კალათა: 55 ₾

III კალათა: 75 ₾

კარზე: 90 ₾

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

KIBE // SEASON OPENING: KANCHELI // KETATO M // NDRX // SEQTA // VULKANSKI

ადგილი