21 ივნისს, კლუბის მთავარი სცენის სეზონის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, სადაც ბრაზილიელი დიჯეი და პროდიუსერი, სამხრეთ ამერიკული ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი არტისტი Marcal დაუკრავს, რომელიც ავტორია რელიზებისა ლეიბლებზე: Rekids, Enemy და Token. მას შეუერთდება ბერლინში დაფუძნებული დიჯეი და ფირფიტების ენთუზიასტი, ენერგიული და მრავალფეროვანი სეტებით გამორჩეული JEFFREY aka DJS. მათთან ერთად წარდგება ბერლინში მოღვაწე ქართველი დიჯეი, ქვიარ ივენთების სერიის Fluid Vision თანადამფუძნებელი VINVAR. არტისტებთან ერთად B2B სეტით სცენას გაიზიარებენ: KIBE-ს რეზიდენტი, ბათუმში დაფუძნებული ახალგაზრდა და სწრაფად პროგრესირებადი დიჯეი და პროდიუსერი Mental Limit და KIBE-ს დამფუძნებელი, ბათუმის ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში უდიდესი წვლილის მქონე ფიგურა Scara