5 სექტემბერს KIBE ჭოროხზე ზაფხულის სეზონის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც დაუკრავენ ხურავს და Bassiani-ს რეზიდენტები Kancheli და Kvanchi. როგორც ადგილობრივ დიჯეისა და პროდიუსერს, Kancheli-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის საკლუბო კულტურის ჩამოყალიბებაში.
90-იანების ბნელ თბილისში გაზრდამ ღრმა კვალი დატოვა მის მუსიკალურ იდენტობაზე. მას უერთდება Kvanchi, რომლის გამორჩეული ჟღერადობა დეტროიტის, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის ადრეულმა გავლენებმა ჩამოაყალიბა და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ პატივსაცემ ფიგურად აქცია. მათთან ერთად წარდგება Mtvare — თბილისელი დიჯეი, პროდიუსერი, Fantastic Planet-ის წევრი და TRUST ფესტივალის თანადამფუძნებელი, რომელიც ცნობილია ზუსტი ტექნიკითა და მაგნიტური ენერგიით. არტისტებს შორის იქნება ბათუმელი დიჯეი და სელექტორი, ჟღერადობებზე Trance და Minimal ორიენტირებული Jorji. Small Moves-ის დამფუძნებელი, ლოკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელი Ika. ლაინაფს ენერგიული ჟღერადობით შეავსებს ხოლო KIBE-ს რეზიდენტი Flora ლაინაფს ლაივ სესიით დაასრულებს, სადაც ტრანსს, ბრეიკს, პროგრესივსა და ეისიდს ერთიან მუსიკალურ მოგზაურობად გააერთიანებს