7 მარტს KIBE კიდევ ერთ საკლუბო ღამეს უმასპინძლებს. ყოველი შეხვედრა თითქოს ბოლოა, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ წინ წასვლას, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის, რაც ერთად შევქმენით და გვჯერა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა
7 მარტის საკლუბო ღამეზე დაუკრავს Bassiani-ს რეზიდენტი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის უმნიშვნელოვანესი დიჯეი NDRX. მასთან ერთად წარდგება თანამედროვე ლოკალური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, ღონისძიებების სერიის Faction თანადამფუძნებელი Uväll. არტისტებს შორის იქნებიან: ბათუმში დაბადებული და თბილისში დაფუძნებული ახალგაზრდა და სწრაფად პროგრესირებადი არტისტი Staox ლაივ შესრულებით და ბათუმის ელექტრონული სცენის უმნიშვნელოვანესი არტისტი, KIBE-ის რეზიდენტი Mental Limit. არტისტებთან ერთადა სცენას გაიზიარებს და KIBE-ის დამფუძნებელი, ბათუმის ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში უდიდესი წვლილის მქონე ფიგურა Scara
