25 აპრილს KIBE უმასპინძლებს არგენტინელ დიჯეისა და პროდიუსერს, გლობალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტს Zisko, რომელმაც მუსიკალური მოგზაურობა ბავშვობაში, დრამით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი მსოფლიო დონის არტისტად ჩამოყალიბდა. მასთან ერთად დაუკრავს Bassiani-ს რეზიდენტი და ლოკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი Sophie Phare. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ ბერლინსა და თბილისში დაფუძნებული დიჯეი, ივენთების სერიის Faction თანადამფუძნებელი Gwän და KIBE-ის რეზიდენტი, ადგილობრივი თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი Mental Limit