თქვენ გელოდებათ: ხინკლის შემზადების მასტერკლასი, ხინკლის უპირობო სიყვარულის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, განსაკუთრებული მუსიკალური სტუმარი და სხვა სიურპრიზები. აუცილებელია თან იქონიოთ უდიდესი მადა და ხინკლის სიყვარულით სავსე გული.
ხინკლის ლეგენდარული დაბადების დღეს 21 ოქტომბერს ორბელიანის ბაზრის ცენტრალურ სცენას ყველაფრის ისტორიაში პირველად ხინკლის საუცხოო ოსტატებს დავუთმობთ, ყველასთვის საყვარელი ტრადიციული და ჯერ არნახული გემოების ზეიმისთვის.
ბაზარი ორბელიანი უნიკალური და უპრეცედენტო ადგილია საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს თბილისის ისტორიულ ნაწილში 1886 წლიდან არსებული ისტორიული ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას. ბაზარი ორბელიანი პირველი კვების დარბაზია რეგიონში. ის აერთიანებს 50-მდე კვების კუთხეს, ბარს, კაფეს და à la carte რესტორანს, რომელიც სტუმრებს სთავაზობს საუკეთესო ქართულ და საერთაშორისო სამზარეულოს.