15 აგვისტოს, G2-ის სცენას დაიკავებს კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, ფართო მუსიკალური სპექტრითა და გამორჩეული მიქსინგის ტექნიკით ცნობილი Frequency Shifter. მასთან ერთად დაუკრავს ლოკალური სცენის ახალგაზრდა და სწრაფად პროგრესირებადი დიჯეი და პროდიუსერი, კლუბის Left Bank გუნდის წევრი Niati. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს თბილისში დაფუძნებული დიჯეი და ამავე ქალაქის სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელი Nezha