Khidi Night თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Khidi Night

Khidi Night

Khidi Night
Vakhushti Bagrationi Bridge, Right Embankment, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.04.2026
პარასკევი
23:00
40 ₾ - 70
40 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

24 აპრილს KHIDI ნიდერლანდური ტექნო ივენთების სერიის Be Haerd შოუქეისს უმასპინძლებს, სადაც დაუკრავს ამერიკული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი, მრავალფეროვანი შემოქმედებით ცნობილი Matrixxman. მასთან ერთად B2B სეტით სცენას დაიკავებენ ამსტერდამული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები და კოლექტივის Be Haerd მნიშნველოვანი წევრები Varuna Agosti და Thoms Traxx. არტისტებს შორის იქნება ნიდერლანდებში დაბადებული, ბერლინში დაფუძნებული დიჯეი Laure Croft, რომლის ტექნო სეტები ხასიათდება სწრაფი ტემპით და მაღალი ინტენსივობით. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ: KHIDI-ს რეზიდენტი, ლოკალური სცენის პიონერი Boyd Schidt და თბილისის თანამედროვე ტექნო სცენის მნიშვნელოვანი პროდიუსერი და დიჯეი Highlimiter. G2-ში დაუკრავს გამოცდილი ნიდერლანდელი დიჯეი და სელექტორი Prance. მასთან ერთად წარდგება კლუბის რეზიდენტი და ივენთების სერიის LEASH თანადამფუძნებელი Knaughty. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ლოკალური დიჯეი და კლუბის გუნდის წევრი MSTN.

ფოტო და ვიდეო

Khidi Night

ადგილი