20 თებერვალს, KHIDI კლუბის რეზიდენტს, გლობალური ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ დიჯეის, პროდიუსერსა და ლაივ შემსრულებელს Yanamaste უმასპინძლებს. მასთან ერთად დაუკრავს კლუბის კიდევ ერთი რეზიდენტი და გუნდის წევრი Dual Pistols. არტისტებს შეუერთდებიან თბილისის თანამედროვე ტექნო სცენის გამორჩეული წარმომადგენლები: Script და Architect. არტისტებთან ერთადა ლაივ შესრულებით სცენას გაიზიარებს ახალგაზრდა და სწრაფად პროგრესირებადი ადგილობრივი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ არტისტი STAOX. G2-ში B2B სეტით წარდგებიან Left Bank-ის გუნდის წევრი და ლეიბლის Transfigured Time დამფუძნებელი, პიონერი დიჯეი Ash Scholem და Left Bank-ის თანადამფუძნებელი, გამორჩეული პროდიუსერი და დიჯეი Gacha. მათთან ერთად დაუკრავს მიუნხენში მოღვაწე ადგილობრივი დიჯეი, დინამიური სეტებით გამორჩეული Kuduxxti.
