13 იანვარს G2 უმასპინძლებს ძველი ახალი წლის წვეულებას, რომლის მთავარი სტუმარი იქნება @metaraph_ — ბერლინში მოღვაწე მულტიდისციპლინარული არტისტი და ქვიარ-კოლექტივ GEGEN-ის წევრი, რომელიც ხმას, მოძრაობასა და ვიზუალურ გამომსახველობას აერთიანებს იმერსიულ და ემოციურად დატვირთულ არტისტულ სამყაროდ. როგორც DJ, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე, სამკაულების დიზაინერი და პერფორმანს-არტისტი, Mètaraph შლის საზღვრებს მედიუმებს, ჟანრებსა და განზომილებებს შორის.
მას შეუერთდება KHIDI-ს რეზიდენტი @frequencyshftr. მრავალმხრივი DJ-სეტის სტილითა და იმერსიული ლაივ-პერფორმანსებით ცნობილი Frequency Shifter თავისუფლად მოძრაობს ელექტრონული მუსიკის ფართო სპექტრში და თავისი ინოვაციური მიდგომით მუდმივად აფართოებს საზღვრებს.
